spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად პროცესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს მინიმუმ დისტანციურად დაესწროს.  

 

“მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ უნდა დაესწროს მინიმუმ დისტანციურად სასამართლო პროცესზე, თუმცა თუ კლინიკა “ვივამედი” გასცემს ნებართვას, მაშინ შესაძლებელია მოიყვანონ კიდეც, თუ არ გასცემს, მაშინ უნდა ჩაერთოს დისტანციურად. დავუკავშირდებით სასამართლოს თანაშემწეს, გავარკვევთ, რამდენად მოგვარდა ეს საკითხი ტექნიკურად. 

 

30 მოწმეა, თუმცა თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო დამძიმება, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მოწმის ჩვენება უბრალოდ გამოვაქვეყნოთ და არ მოხდეს მათი დაკითხვა”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები