დასავლეთის ქვეყნები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, გააუქმონ თუ არა რუსეთზე დარტყმის შეზღუდვები უკრაინისთვის, მაგრამ ომში არ არსებობს ვარიანტები რისკის გარეშე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
გენერალურმა მდივანმა უპასუხა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან და მოკავშირეებთან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შორი მანძილის Storm Shadow რაკეტების გამოყენების შეზღუდვების მოხსნაზე.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავს მოლაპარაკებებს, მაგრამ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად მიიღებს.
”ჩვენ გვაქვს სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში, რომელიც მოსკოვმა გააჩაღა. ამ ომში არ არსებობს რისკის გარეშე ვარიანტები, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება პუტინის გამარჯვება უკრაინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.