spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ეს განცხადება მეტყველებს, რომ მაღალ დონეზეა საქართველოს აღქმა, როგორც ქვეყნის, სადაც არის პრობლემა

ეს განცხადება მეტყველებს, რომ მაღალ დონეზეა საქართველოს აღქმა,  როგორც ქვეყნის,  სადაც არის პრობლემა, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ეროვნული ბანკის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ირანთან ურთიერთობის გამო, სავარაუდოდ, საფრთხე შეექმნა უკვე მთელ სისტემას. 

 

“ეს განცხადება მეტყველებს,  რომ მაღალ დონეზეა უკვე საქართველოს აღქმა,  როგორც ქვეყნის,  სადაც არის პრობლემა. ჩემი ინფორმაციით, ეს უკავშირდება  არა ირანის სანქცირებული ტვირთების შემოტანას, არამედ ირანთან იმ ტიპის ურთიერთობას, სადაც საქართველო არის სანქცირებული ტვირთის ჰაბი. ნამდვილად არის ინფორმაცია,  რომ ირანთან კავშირის გამო  სერიოზული პრობლემები შეექმნა უკვე მთლიანად ჩვენს სისტემას, მათ შორის საბანკოს და ამიტომ მოუწიათ მათ ამ განცხადების გაკეთება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

 

საქართველოს  ეროვნული  ბანკის განცხადებით,  ირანის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სივრცეების გამოყენება შესაძლოა, შტატებმა სანქციების დარღვევად ჩათვალოს, რაც გამორიცხული არაა სანქცირების მიზეზი გახდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები