spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თელავში მეზობელმა მეზობელი დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის  სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. 

 

50 წლამდე კაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული და მას ოპერაცია ჩაუტარდა. 

 

ადგილობრივების თქმით, მეზობლებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. სავარაუდო დამნაშავე, დაზარალებულს საქონლის მოპარვას აბრალებდა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

მომხდარზე გამოძიბა 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები