spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მუმლაძე – თუ უნდათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს არა ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაში, მაშინ მე დამიჭერენ მხარს

თუ უნდათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს არა ოპოზიციაში,  არამედ ხელისუფლებაში, მაშინ მე დამიჭერენ მხარს, – ამის შესახებ Front News-ს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, პარტიის ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული დაუჭერენ თუ არა მხარს განახლებასა და სუფთა ადამიანებს. 

 

“ჩვენ ვიქნებით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად.  ზოგადად, კამპანია გაგრძელდება აქტიურად. მაქსიმალურად შევთავაზებთ ჩემს მხარდამჭერებს, სიახლეებს და ჩვენს ხედვას,  თუ როგორი უნდა იყოს ბრძოლის დაწყების ეტაპები. ამის შემდეგ მათ უკვე მოუწევთ არჩევანის გაკეთება. თუ უნდათ რეალური ცვლილებები და უნდათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყოს არა ოპოზიციაში, არამედ ხელისუფლებაში, მაშინ მე დამიჭერენ მხარს. ეს ამბიციები გვაქვს და ამას შევთავაზებთ საარჩევნო კამპანიისას.  უკვე მათზე იქნება დამოკიდებული განახლებას,  სუფთა ადამიანებს დაუჭერენ თუ არა  მხარს ამ არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. არჩევნები 28-29 იანვარს, „ბლოკჩეინის“ სისტემით ჩატარდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები