spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პესკოვი – წლის ბოლომდე უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაზე საუბარიც არ შეიძლება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინიდან საშობაოდ რუსული ჯარების გაყვანის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას გამოეხმაურა.

 

“წლის ბოლომდე უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაზე საუბარიც არ შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა.

 

მისივე თქმით, მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია “რუსეთში ახალი რეგიონების შესვლის“ გათვალისწინება.

 

მანამდე ზელენსკიმ შესთავაზა რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, როგორც “კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც ასე ხშირად საუბრობენ მოსკოვში“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები