spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ყველაფერს ცდილობენ ახლა, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი

ყველაფერს ცდილობენ, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

“ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გავაკეთო, პატიმარი ვერ ჩართეს თურმე აგერ ორი კილომეტრიდან. ეს არის შიში, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ყველაფერს ცდილობენ, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

დღევანდელ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად “ტექნიკური მიზეზით” არ ჩართო.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილება, 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები