უკრაინაში პუტინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე წერს, რომ დაღუპულია გიორგი როინიშვილია.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ცხედარი ბრძოლის ველიდან ჯერ გამოსვენებული არ არის.
არსებული ინფორმაციით, ამავე ოპერაციაში დაიჭრა სამი ქართველი მებრძოლი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.