მე ვეპატიჟები ორივეს სადილად, მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“მე ვეპატიჟები ორივეს 15:00 საათზე, სადილად. მანამდე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ეს ყველასთვის ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტის წინადადება ორივე მხარემ გაიზიარა, თუმცა დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან პირისპირ შეხვედრის გარეშე პრეზიდენტთან მისვლა უპატივცემულობა იქნებოდა.