მიმდინარე წლის 3-6 სექტემბერს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების სამმხრივი ფორმატის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც თურქეთის ეროვნულმა თავდაცვის უნივერსიტეტმა ქალაქ სტამბოლში უმასპინძლა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, შემადგენლობაში შედიოდნენ რექტორის მოადგილე პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე და შტაბის G-5 სამსახურის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ყავლაშვილი.
შეხვედრების დროს თითოეული ქვეყნის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებამ წარადგინა პრეზენტაციები სასწავლებლის შესახებ, სადაც განხილულ იქნა სასწავლებლებში არსებული სამხედრო და აკადემიური პროგრამები და სწავლებები, საერთაშორისო აქტივობები და სამმხრივი სპორტული შეჯიბრებების ფორმატი. სამხედრო სასწავლებლებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და მიმართულებები.
რექტორების სამმხრივი შეხვედრების ფორმატი მოიცავდა ვიზიტებს და შეხვედრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ომის კოლეჯებში, საზღვაო და საჰაერო ძალების აკადემიებში და უცხოური ენების სკოლაში.
“სამმხრივი შეხვედრების ფორმატი ამყარებს პარტნიორულ კავშირებს საქართველოს ორ მეზობელ ქვეყანასთან სამხედრო განათლების სფეროში. აკადემიისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი თანამშრომლობის ფორმატში სამუშაო შეხვედრების გამართვა გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სამმხრივი ფორმატის შეხვედრები იუნკერებისთვის, რომელიც მოიცავს სპორტულ შეჯიბრებებს და კულტურულ შემეცნებით ღონისძიებებს”, – აცხადებენ ეროვნულ აკადემიაში.