spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა მალიარი – ომი რომ დამთავრდება, ყველაფერი გახდება ცნობილი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებს არ ასაჯაროებს, მაგრამ ისინი რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

 

როგორც მალიარმა განმარტა, სამხედრო მეცნიერებაში ჯარების ქცევის ტაქტიკა დამოკიდებულია მტრის დანაკარგების თანაფარდობაზე, ანუ გარკვეული პროცენტული დანაკარგების შემთხვევაში შესაძლებელია არმიის ტაქტიკის შეცვლა.

 

“მტერს რომ არ ჰქონდეს ეს ინფორმაცია, არ საჯარავოდება, სულ ესაა. ომი რომ დამთავრდება, ყველაფერი გახდება ცნობილი. ნათესავები იღებენ კომპენსაციას, ჩვენ ვასაფლავებთ მიცვალებულებს, ამის დამალვა შეუძლებელია”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები