spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება იყო დღეს გამოცემული ევროპარლამენტის რეზოლუციაზე “ოცნების” ხელისუფლების პასუხი. 

 

“ფაქტია ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი და ეს დაკავშირებული არის რეზოლუციასთან, ამით ევროკავშირისთვის იყო ნათქვამი, რომ თუ თქვენ გააგრძელებთ მსგავს ქმედებებს,   ჩვენ ევროკავშირზე უარს ვიტყვით და ჩვენ  წავალთ რუსეთისკენ“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

ადვოკატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით საკუთარი თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებები თავად გამოიტანეს.  

 

“ხვალ დილით მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვინც ამის გამოქვეყნებაში, ამის ორგანიზებაში იყო ჩართული.  გარდა ამისა, აღიძრას საქმე სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც დღეს შოუ დადგეს სასამართლოზე, რომ თითქოს ლეპტოპი ვერ იშოვეს და ონლაინ ჩართვა ვერ განახორციელეს. სინამდვილეში, გაირკვა, რომ არც არავინ მისულა “ვივამედში“, რომ ჩაერთოთ ეს ადამიანი სასამართლო პროცესზე. ამის შემდეგ მას ჰქონდა საკმაოდ ძლიერი სტრესი, იმიტომ რომ ემზადებოდა ამ პროცესისთვის. ამ კადრების გავრცელების შემდეგაც მას ექნებოდა სტრესი. ჩვენ გვეკითხებიან, რატომ არ აჟღერებთ დიაგნოზებს. არ  ვაჟღერებთ დიაგნოზებს, იმიტომ რომ ჩვენ ვმოქმედებთ ევროპული კანონმდებლობის ფარგლებში და რასაც ვიყურებთ,  ეს არის მონღოლური ურდოს შთამომავლების გაკეთებული“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები