spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაიწყოს

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაიწყოს,  – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამის საფუძველი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში  მძიმე ნივთიერებები არის აღმოჩენილი. 

 

“ყველა წინაპირობა არსებობს სამედიცინო დასკვნების სახით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. ტოქსიკოლოგიური დასკვნა ამაზე საუბრობს რომ მის ორგანიზმში  აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა ნივთიერებები. ეს საფუძველია იმის, რომ საერთაშორისო რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საკითხზე, FBI და სხვა საგამოძიებო უწყებები უნდა ჩაერთონ, რადგან საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ფაქტს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები