spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პოლონეთში პოლიციის უფროსისთვის განკუთვნილი საჩუქარი აფეთქდა

პოლონეთში პოლიციის უფროსისთვის განკუთვნილი საჩუქარი აფეთქდა, რომელიც მას უკრაინის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელმა გადასცა, – ინფორმაციას პოლონეთის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, აფეთქება პოლიციის უფროსის კაბინეტთან ახლოს ოთახში მოხდა.

 

“საჩუქარი მან უკრაინაში 11-12 დეკემბერს სამუშაო ვიზიტის დროს მიიღო, სადაც ის უკრაინის პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. ეს იყო უკრაინის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის საჩუქარი. აფეთქების შედეგად მეთაური მსუბუქად დაშავდა და გუშინდელი დღიდან საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე, მსუბუქი დაზიანებები მიიღო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა, რომელიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

 

ფაქტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

“ჩვენ ვნახეთ ეს ინფორმაცია. ვიკვლევთ დეტალებს”, – განაცხადეს უწყებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები