პარლამენტში დღეს მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ.
რატი ბრეგაძე დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
ბრეგაძე კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც გასცემს პასუხს.
ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც განმარტავენ, რომ რატი ბრეგაძის მიმართ მთავარი შეკითხვები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იქნება.