პარლამენტში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სამ მოშიმშილე დეპუტატს თემურ ჯანაშია შეუერთდა.
მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
მოშიმშილე დეპუტატებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან შიმშილობა გუშინ სამმა დეპუტატმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა დაიწყეს.