spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კირკიტაძე – იუსტიციის მინისტრს ჩვენ ჩვენი სათქმელი ვუთხარით, რომ ის არის მკვლელი

იუსტიციის მინისტრს ჩვენ ჩვენი სათქმელი ვუთხარით, რომ ის არის მკვლელი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა. მისი თქმით,  ხელისუფლებას ეს ხმა ქართულმა საზოგადოებამაც უნდა გააგონოს. 

 

“იუსტიციის მინისტრს ჩვენ ჩვენი სათქმელი ვუთხარით, რომ ის არის მკვლელი. არავის არ აქვს ილუზია, რომ ის რამეს წყვეტს ამ ქვეყანაში. 

 

ჩვენ მას სათქმელი ვუთხარით თვალსაჩინოდ, თუ ვერ გაიგო ეს, ამას ძალიან მალე გააგებინებს ქართული საზოგადოება. მას არავინ არ მისცემს უფლებას, მიხეილ სააკაშვილი მოკლას, რაც მათი მიზანია, მისი დამვალებლის და  მისი მფლობელის მიზანია. 

 

ჩვენ მას სათქმელი ვუთხარით და ქართულმა საზოგადოებამ დროზე უნდა გააგებინოს მას ეს ხმა“, – განაცხადა კირკიტაძემ. 

 

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” 4 დეპუტატი შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები