spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პუტინი 19 დეკემბერს ბელარუსში ჩავა და ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 დეკემბერს ბელარუსში ჩავა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები დამოუკიდებლობის სასახლეში უმაღლეს დონეზე გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

 

საუბარი შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ერთობლივი თანამშრომლობის პროექტებს იმპორტირებული საქონლის ჩანაცვლების საკითხში, მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი თემა იქნება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა.

 

პუტინი და ლუკაშენკო ასევე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, “გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და განიხილავენ ერთობლივ ზომებს წარმოშობილ გამოწვევებზე რეაგირებისთვის”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები