spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ნინო ნადირაძემ ამხილა პენიტენციური დაწესებულება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

ნინო ნადირაძემ ამხილა პენიტენციური დაწესებულება,  ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ  განაცხადა. 

 

მისი თქმით, კლინიკა “ვივამედისთვის” მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა პენიტენციურ დაწესებულებას უნდა გადაეცა.

 

“გუშინ ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში  გააკეთა შოკისმომგვრელი განცხადება, თქვა – სად არიან ადვოკატები, რატომ არ მაძლევენ ექსპერტიზის დასკვნას? 

 

პირველ დეკემბერს ჩემს მიერ ჩაბარდა დასკვნა,  21 ტომი მტკიცებულებით, რომელიც გადაეცა დაუყოვნებლივ პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციური სამსახური ვალდებული იყო 2 დეკემბერსვე  ეს მასალები “ვივამედისთვის“ გადაეცა. კლინიკა უკვე გაცნობილი უნდა იყოს ამას და შესაბამისად, ატარებდეს ღონისძიებას ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 15 დეკემბერს კი გაირკვა, რომ პენიტენციურ სამსახურს კლინიკა “ვივამედისთვის“ დასკვნა  არ მიუტანია.  

 

ჩვენ, ადვოკატებს ამის ვალდებულება არათუ არ გვაქვს, არ შეიძლება კლინიკას გადავცეთ რამე დოკუმენტები.  ჩვენი მოვალეობა არ არის მკურნალობის გაიდლაინების შედგენა.

 

გაირკვა,  რომ პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო შეცდომაში შეიყვანა, ამასთან  ირკვევა, რომ სააკაშვილის დოკუმენტები “ვივამედს“ არ გადასცა და კლინიკამ არც კი იცის,  რაზეა საერთოდ საუბარი. ეს არის მტკიცებულება იმის,  რომ პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს სააკაშვილი მოკვდება, გადარჩება, თუ რა მოხდება.  ჩვენი აზრით, მათ მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშული. ნინო ნადირაძემ ამხილა პენიტენციური დაწესებულება იმაში,  რომ საერთოდ არ აინტერესებს პენიტენციურს, რა მკურნალობა ჩაუტარდება სააკაშვილს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს  წინააღმდეგ სარჩელი  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეიტანა. ადვოკატი “ვივამედის” კლინიკაში გადაღებული კადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

ასევე ითხოვს გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილება შეუჩერდეთ იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს, ამავე სამსახურის სამედიცინო  დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რადგან ადვოკატის თქმით, არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ისინი მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ორგანიზებაში. 

 

შალვა ხაჭაპურიძის  განცხადებით,  მიხეილ საკაშვილის ონლაინჩართვის საკითხთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა შეიყვანა სასამართლო შეცდომაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები