spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლიკ მოროზოვის როლის შესრულებაში

რადიკალურმა ოპოზიციონერებმა დღეს წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს დარბაზი. ამ ოროსნებს უნდა შევახსენოთ, რომ პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ფუძემდებლურ დებულებებს, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

 

რატი ბრეგაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ადგილას, დღევანდელ ტრიბუნას გამოიყენებდა.

 

“მინდა, გამოვეხმაურო არსებულ სიტუაციას. სამწუხაროდ, პირდაპირი ტრანსლაციის დროს მაყურებელი ხედავს უშუალოდ მომხსენებელს და ვერ ხედავს დარბაზს. დარბაზი არის ცარიელი, რამდენიმე პლაკატი დატოვეს საკუთარი თავის ნაცვლად. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ხშირად საუბრობენ, თითქოს ვინმეს ვემალებით, არ ვპასუხობთ. მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. მე რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, აუცილებლად გამოვიყენებდი ამ ტრიბუნას, მაგრამ, ეტყობა, გაუჭირდათ ლოგიკური კითხვების დასმა, შემდგომში არასასურველი პასუხების მოსმენა და ისიც კი აკადრეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ აქ არ მობრძანდნენ. შესაბამისად, სახლთან დადარაჯებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სჯობდა, აქ ყოფილიყვნენ.

 

ფეხბურთში არის ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3-0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100-0, როდესაც დატოვეს ეს დარბაზი, და სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინაშე.

 

მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. პირდაპირ მინდა ვთქვა და მათ ნაცვლად სკამებს ვუთხრა, იმედია, სურვილი მაინც აქვთ და უყურებენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლიკ მოროზოვის როლის შესრულებაში. ეს მინდა, კარგად დაიმახსოვრონ. ასევე, ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს. მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები