spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ძალიან სამართლიანად დასანქცირდნენ ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში

ძალიან სამართლიანად დასანქცირდნენ ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, მათ შორის, ჩაფლული არიან კორუფციაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26  ოქტომბერს უარი უნდა ვთქვათ იზოლაციაზე.

” ძალიან სამართლიანად დასანქცირდნენ ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, მათ შორის, ჩაფლული არიან კორუფციაში და ეს ადამიანები სამართლიანად არიან სანქცირებულები და ძალიან სამწუხაროა ეს ქართული სახელმწიფოსთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს იზოლირებული, სანქცირებული ხელისუფლება. 26  ოქტომბერს  ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იზოლაციაზე”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები