spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – ჩვენ გვმართებს პირველ რიგში, ერთმანეთის აღიარება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სოფ. პატარა ფოთი, დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიაში დიდმოწამე ბარბარესსადღესასწაულო მსახურებისას მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

 

როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, მშობელი მშობლიური სიყვარულიდან გამომდინარე შეიძლება საკუთარ შვილზე მოძალადეც კი გახდეს, ამიტომ მშობელმა შვილს უნდა მოუსმინოს და არ უნდა დააკომპლექსოს.

 

“მშობლებსა და შვილებს შორის ყოველთვის არსებობს უთანხმოება, გაუგებრობა, კონფლიქტიც კი, მშობლებს ყოველთვის უნდათ, შვილები ისეთები იყვნენ, როგორიც მათ სურთ, მაგრამ მშობლებმა საკუთარ თავს ვკითხოთ ჩვენ როგორები ვართ? ჩვენ რა ურთიერთობა გვქონდა ჩვენს მშობლებთან, ჩვენს უფროს თაობასთან. შვილებისგან მოვითხოვთ იმას, რასაც საკუთარ თავს არასოდეს არ ვთხოვდით. შენი მზრუნველობა შეიძლება გადაიზარდოს ძალადობაში, შენი მშობლიური სიყვარულიდან გამომდინარე გახდე მოძალადე საკუთარ შვილზე, რითაც ფაქტიურად აკომპლექსებ, მის ფსიქიკას აავადებ, აფუჭებ, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას და როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრს. შეუძლებელია ჩვენ შვილებს ყველაფერი მივცეთ ისე, რომ მათ აღარაფერი შეეშალოთ.

 

რა უნდა შექმნას ერთმა თაობამ, რომ დანარჩენ თაობებს აღარ ჰქონდეთ სადარდებელი და საფიქრალი? ჩვენ გვმართებს პირველ რიგში, ერთმანეთის აღიარება. როდესაც შენ აკომპლექსებ შვილს, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მასში ვერ ხედავ პიროვნებას, არ აღიარებ მას, როგორც ასეთს, ის შენი შვილია, მაგრამ არ არის შენი კერძო საკუთრება, ნივთი. აღიარე მასში პიროვნება. მოვუსმინოთ მათაც, იქნებ რაღაც სიბრძნე გვითხრას თუნდაც 10 წლის ბავშვმა, დავუჯეროთ მათაც, მანაც იგრძნოს, რომ შენ მას ენდობი და როცა ენდობი, მაშინ უფრო გრძნობს ის პასუხისმგებლობას და თუ არ ენდობი, მას ვინმეს კი არა, საკუთარი თავის რწმენაც აღარ აქვს, არ სჯერა, რომ მას რამე შეუძლია.

 

ყველა ერი ოცნებობს თავისი ქვეყნის განვითარებაზე, ძლიერებაზე, როდის შეიძლება იყოს ძლიერი? მაშინ, როდესაც ერთის დაწყებულ საქმეს მეორე აგრძელებს, მესამე ამდიდრებს, მეოთხე განსაკუთრებულ ხარისხს შემატებს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები