აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათი არმიის პოზიციებს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. ერევანი ფაქტს უარყოფს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმა ორ რაიონში მოხდა.
მისივე ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სროლას ადგილი არ მომხდარა და ბაქო “მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს”.