ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება იქნება.
“ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან, ისჯება ძალიან მკაცრად, მათ შორის, ფინანსური სანქციებით. ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ მისი პირადი გადარჩენის, მისი ფინანსების გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა არის 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.