spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – პრეზიდენტს შეუძლია, მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი პროცესების გამართვის გარეშე შეიწყალოს

პრეზიდენტს შეუძლია, მიხეილ სააკაშვილი ყოველგვარი ამ პროცესების გამართვის გარეშე შეიწყალოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ორი გამამტყუნებელი განაჩენია და სალომე ზურაბიშვილის შეუძლია შეწყალების აქტი ამ განაჩენებზე გამოიტანოს.

 

“22-ში გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც დაიკითხება ქართველი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი და ამერიკელი ექსპერტი, ბატონი დევიდ გოლდ სმიტი, სხვა პროცედურები 22-მდე ფიზიკურად ვერ მორჩება. აქედან გამომდინარე პრეზიდენტს შეუძლია, ყოველგვარი მოწმეების დაკითხვის გარეშე, ყოველგვარი ამ პროცესების გამართვის გარეშე, ეს პროცესები გვინდა-არ გვინდა დროში გაწერილია, რაც უნდა შევეცადოთ, რაღაც დრო სჭირდება, თუმცა ვცდილობთ, შემჭიროებულ ვადებში მოხდეს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას, იგი ამაში შეზღუდული არ არის. განაჩენი გამამტყუნებელი ორი გამოტანილია და ამ განაჩენებზე შეუძლია, შეწყალების აქტი გამოიტანოს”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხია.

 

“დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მისცემს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები