spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – შეიძლება აფეთქება იყოს? ეს დამოკიდებულია შიგნით მყოფებზე

ახლა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის 500-მდე სამხედროა, მათზეა დამოკიდებული არის თუ არა აფეთქების საფრთხე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

“იქ 500 “ბოევიკია”, აქვთ ასაფეთქებელი, ყველა შეიარაღებულია, საათობრივად აძლევენ ტექნიკოსებს საკვებს და წყალს. სადგური არ მუშაობს, შეიძლება აფეთქება იყოს? ეს დამოკიდებულია შიგნით მყოფებზე. ვფიქრობ, ყველაფერი ამ 500 “ბოევიკზეა” დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზაპოროჟიეს ოლქში დღეს საჰაერო განგაშია გამოცხადებული, ადგილობრივებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. სოციალურ ქსელში ქსელში მტრის მიერ С-300-ის გამოყენების საფრთხეზე საუბრობენ.

 

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტს დაიკავეს და სადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა განათავსეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები