დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა, ხეს შეეჯახა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი დედოფლისწყაროდან თბილისში მიემგზავრებოდა, სადაც ის დასაქმებული იყო.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.