spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპანტების მიერ ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ ნაცემი 50 წლამდე მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მამაკაცის მეუღლის თქმით, ოკუპანტებმა ისინი მაშინ სცემეს, როდესაც მათ დაკავების მცდელობისას თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

“საქონელს ვაძოვებდით, რა დროსაც ორი რუსი ოკუპანტი თავს დაგვესხა და ჰქონდათ მცდელობა, გავეტაცებინეთ, მაგრამ ჩვენ გამოვიქეცით, საკმაოდ ბევრი ვირბინეთ, ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ, რომ ხელები შეეკრათ, ფეხებთანაც ორჯერ გვესროლეს.

ვყვიროდი, რომ მეზობლებს ეშველათ. ხმაზე ხალხი გამოვიდა, მაგრამ ახლოს ვერავინ მოვიდა, ვერავინ დაგვეხმარა. ამასობაში გამოჩნდა ჩვენი პოლიციაც და პოლიციის დანახვისთანავე ორივე გაიქცა. მეუღლე ცუდად არის, თავში კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი და თავი აწუხებს საშინლად“, – განაცხადა მამაკაცის მეუღლემ.

სუს-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები