spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ჯაფარიძე – “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

“ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. სწორედ “ქართული ოცნება” წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას იმისათვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

“აშშ, როგორც სახელმწიფო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორები და მეგობრები არიან. მათი დახმარებით წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბევრი რამ გაკეთებულა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. სწორედ “ქართული ოცნება”  წარმოადგენს ერთადერთ წინაღობას იმისათვის, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში და ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რითაც სარგებლობენ საქართველოდან სიდუხჭირის გამო ევროპის კავშირის ქვეყნებში წასული მოქალაქეები”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები