“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თემურ ჯანაშიას განცხადებით, ბათუმში, პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი კირთაძეზე თავდასხმა იყო დაგეგმლი პროვოკაცია ხელისუფლების მიერ.
ჯანაშია აცხადებს, რომ ხელისუფლება თავდასხმის ამ საქმეს არ გამოიძიებს და თავდამსხმელებს არ დასჯის.
“ეს იყო აბსოლუტურად ამორალური, რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ხელისუფლების მიერ. ისევე როგორც თვითონ გიორგის, მეც განცდა მაქვს ისეთი, რომ ამ თავდასხმას ხელისუფლება არ გამოიძიებს და არ დასჯის სათანადოდ ამ ადამიანებს.
ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური მოსაზრებით თავდასხმა და კონკრეტული პროვოკაცია”, – განაცხადა ჯანაშიამ.
გიორგი კირთაძეს ბათუმში, პირდაპირი ჩართვის დროს 19 დეკემბერს დაესხნენ თავს, მომხდარზე სამი ადამიანი გამოიკითხა. ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.