spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე, თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება

ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

“ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე, თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, – წერს გახარია.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. დღეს მის განცხადებას “ლელოს” ლიდერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტთან შეხვედრამდე გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები