spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – პოლონიუმი არის გარკვეული საადვოკატო ვერსია, არცერთ საექსპერტო დასკვნაში ამაზე არ არის საუბარი

სააკაშვილის პოლონიუმით მოწამვლის ფაქტზე საუბარი არცერთ სამედიცინო დასკვნაში არ არის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პოლონიუმით მოწამვლა “გარკვეული საადვოკატო ვერსია იყო“.

 

“ამერიკელი ექსპერტის, ბატონის სმიტის დასკვნაში საუბარი არ არის არანაირ პოლონიუმზე, იგი ამჟამად არ მუშაობს პოლონიუმთან დაკავშირებით და ეს საკითხი არც წამოჭრილა. პოლონიუმი არის გარკვეული საადვოკატო ვერსია. არცერთ საექსპერტო დასკვნაში მსგავს ნივთიერებებზე არ არის საუბარი. 

 

ჩვენ ცალსახად ვამბობთ იმას, რომ ხელში გვაქვს სერიოზული დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის, რომელიც საუბრობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები გვაქვს ასევე ეჭვი, რომ შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კვლევები არ ტარდება, ამას გულისხმობდა ჩემი განცხადება და დოკუმენტიც“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ “ტვ პირველის“ ეთერში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები