spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – ჩვენ, ქართველები, ვინც გადავრჩით ეთნიკურ წმენდას, გადარჩენის გამო, ბოდიშს არ მოვიხდით

ჩვენ, ქართველები, ვინც გადავრჩით 1990-იან წლებში და გადავურჩით ეთნიკურ წმენდას აფხაზეთში, ვინც გადავურჩით 2008 წელს ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ წმენდას, გადარჩენის გამო, ბოდიშს არ მოვიხდით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქმედებების გამო, ივანიშვილს 26 ოქტომბერს დასჯის ქართველი ხალხი.

“ჩვენ, ქართველები, ვინც გადავრჩით 1990-იან წლებში და გადავურჩით ეთნიკურ წმენდას აფხაზეთში, ვინც გადავურჩით 2008 წელს ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ წმენდას, გადარჩენის გამო, ბოდიშს არ მოვიხდით.

ივანიშვილს პასუხი გასცა იმ გმირი ბიჭების ოჯახის წევრებმა, ვინც დაიღუპნენ სამშობლოსთვის ბრძოლაში. ამიტომ, ივანიშვილმა რაც არ უნდა ეცადოს, რომ მოკლას სამშობლოს ისტორია, მას ეს არ გამოუვა და 26 ოქტომბერს მას დასჯის ხალხი და საქართველოს აღარ ეყოლება მოღალატე ხელისუფლება”, –  განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ გორში ისაუბრა. “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები