დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, იორის ხეობაში ზამთრის საძოვრებზე მგლებმა 100 სულზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს.
მწყემსების ინფორმაციით, საქონლის ნაწილი დაკარგულია და ამ დრომდე ეძებენ.
მეპატრონის თქმით, სადგომზე მისულებს, 1 000 სული ცხოველიდან ადგილზე არცერთი დახვდათ.
ზარალი ათასობით ლარს აჭარბებს.