spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ხაჭაპურიძე – ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სხდომის მიმდინარეობისას  მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა, მასთან ექიმის მისვლა გახდა საჭირო და ამ ეტაპზე ის დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს.

 

“ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, შალვა ხაჭაპურიძემ გააგრძელოს პროცესი.

 

იქამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინულ ენაზე მიმართვა სურდა, თუმცა მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ ხმის გათიშვა მოითხოვა.

 

აღნიშნულს სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროტესტი გამოთქვა “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა დარეჯან ცქვიტარიამ, რომელიც დაარბაზიდან გააძევეს და 200 ლარით დააჯარიმეს.

 

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს შესვენების შემდეგ თარჯიმნის მეშვეობით უნდა ჩართვოდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები