spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი უკრაინაში დაბრუნებამდე დუდას შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში დაბრუნებისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთსაც ეწვია, სადაც თავის კოლეგას ანჯეი დუდას შეხვდა.

 

“სახლში მიმავალი შევხვდი უკრაინის მეგობარს – პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას. ჩვენ შევაჯამეთ ერთი წლის შედეგები, რომელმაც ისტორიული გამოწვევები მოიტანა ფართომასშტაბიანი ომის გამო”, – წერს პრეზიდენტი.

 

ზელენსკის თქმით, მხარეებმა სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობები და 2023 წელს საერთაშორისო დონეზე ურთიერთქმედებები განიხილეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები