დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა გუშინ კლინიკა “ვივამედთან“ მაშინ მოხდა, როდესაც მესამე პრეზიდენტის დედა ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.