ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლოდ 677 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გასცა. ჯამში, აღნიშნული მიზნისათვის 68 300 ლარი გამოიყო.ბორჯომის მერიის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა.
დახმარება 14 კატეგორიაზე გაიცა:
მრავალშვილიანი ოჯახები;
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
18 წლამდე ასაკის შშმ პირები;
მარტოხელა მშობლები;
დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირები;
დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრები;
ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანები;
საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირები(მათ შორის დევნილებიც);
ავღანეთის ომის ვეტერანები;
ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლული პირები;
9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლული პირები;
18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირები.