spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

ხატია დეკანოიძის თქმით, მას სერიოზული პრობლემა აქვს კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან დაკავშირებით. 

 

“კატეგორიული რეკომენდაციაა ანიზე წითლიძეზეც და თემურ ჯანაშიაზეც იყო კატეგორიული რეკომენდაცია, რომ ორივემ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ თემოსთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემა კალიუმის და ნატრიუმის ვარდნასთან მიმართებაში იმიტომ, რომ გუშინ მიუხედავად გადასხმისა, ეს ეს მაჩვენებლები გაცილებით მძიმეა, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით და ერთობლივი მოთხოვნით თემომ შეწყვიტა ახლა შიმშილობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა დავით კირკიტაძემაც.

 

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები