spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 18 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 18 მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, იანუშევიჩმა განაცხადა, რომ დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.

 

როგორც მან აღნიშნა, რუსული თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა შენობები, მანქანები და საბავშვო ბაღი.

 

დღეს დილით რუსებმა მასიური დარტყმა მიაყენეს ხერსონს. აქამდე 8 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები