spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უწმინდესისა და  უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-თეატრალური ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო უწმინდესის ღვაწლის შესახებ ფილმის ჩვენება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ეთნიკურად აფხაზმა მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი – „სამოთხის ბილეთი“. 

 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა  მინისტრი დავით ფაცაცია, სასულიერო პირები, საქართველოს საპატრიარქოს,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების  სხვადასხვა  სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები