უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 103 220 (+620) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 27.12-მდე: ტანკები – 3 016 (+0), ჯავშანტექნიკა – 6 024 (+7), საარტილერიო სისტემები – 1 998 (+2), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 418 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 212 (+0), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 267 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1707 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 653 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 652 (+5), სპეციალური ტექნიკა – 179 (+1).
გენშტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით განიცადა.