პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მიერ გამართულ აქციას მესამე პრეზიდენტის დედა გამოეხმაურა.
“საერთოდ გაოგნებული ვარ ამ დამოკიდებულებით, პრეზიდენტის მიმართ, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, სახელმწიფოს აქვს სიმბოლოები, ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ძალიან ხელშეუხებელია.
რა მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, რაღაც ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაც საეჭვო ხალხი რომ მივიდა და მოკალი, მოკალი, ეძახიან, რას ვგავართ, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ან ცივილიზაციაზე, ან რამეზე”, – განაცხადა ალასანიამ.