spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ხუნდაძე – მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიმულაციას არ აჰყვება

სალომე ზურაბიშვილის მიმართვა – “მივარდნილები“, იმ ხალხისადმი, რომლებმაც მას კითხვის დასმისთვის მიაკითხეს, უდიდესი შეცდომა იყო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტმა შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.

 

“მოქალაქეებში კითხვის ნიშანი თავად სალომე ზურაბიშვილმა გააჩინა და ეს კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაამყარა მისი გაურკვეველი პოზიციით. მან თქვა, რომ „პასუხი იქნება მაშინ, როცა იქნება პასუხი“. ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მისი პოზიცია ნათელი ყოფილიყო. როდესაც მყარი პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტს, მან მკვეთრად განაცხადა, რომ ის არ შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ, კითხვის ნიშანი კიდევ უფრო გაიზარდა. 

 

მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიმულაციას არ აჰყვება, რომელიც მიზნად მის შეწყალებას ისახავს. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, გაუწიოს ანგარიში სამართალს, საზოგადოების განწყობას, პერსპექტივას, ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ მომავალს და მკვეთრად დააფიქსიროს მისი აუცილებელი პოზიცია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები