spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იტალიის პრემიერი-მინისტრი – იტალია მზადაა სამშვიდობო შეთანხმების გარანტი გახდეს

იტალია მზად არის იმოქმედოს როგორც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების გარანტი. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს 2023 წლის თებერვალში ამზადებს, – ამ საკითხზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“იტალია მზადაა სამშვიდობო პროცესის გარანტი გახდეს. ამიტომ ვგეგმავ კიევში ვიზიტს თებერვლის ბოლომდე, რადგან მიმაჩნია, რომ 24 თებერვალი – ერთი წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, არის თარიღი, როდესაც შეიძლება იყოს გარკვეული ინიციატივები“, – განაცხადა მელონიმ.

 

მისი თქმით, საჭიროა ძალისხმევა, რომ მივიღოთ სიგნალები ორივე მხრიდან, მაგრამ “დიდი სიგნალები რუსეთიდან არ არსებობს”. 

 

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი “გააცნობიერებს უზარმაზარ შეცდომას“, რომელსაც უშვებს, იქამდე კი იტალია დაიცავს უკრაინას.

 

“ჩვენ დავიცავთ უკრაინის საერთაშორისო უფლებებს, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას“, – აღნიშნა მელონიმ.

 

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯო მელონიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

 

საუბრის დროს მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა “იტალიის მაქსიმალური ერთგულება ყველა ქმედებაზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად” და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფის საკითხზე ისაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები