spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კლიჩკო – კიევში დღეს თითქმის იმდენივე ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც ომამდე

კიევში დღეს თითქმის იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც უკრაინის დედაქალაქში რუსეთის შემოჭრის დაწყებამდე, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

 

“ომამდე აქ 3,8 მილიონი ადამიანი იყო, მარტში მილიონზე ნაკლები, ივლისში ორ მილიონნახევარი, ახლა 3,6 მილიონია. ქალაქი გადატვირთულია”, – განაცხადა კიევის მერმა.

 

კლიჩკოს თქმით, დღეს კიევში დაახლოებით 300 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობს უკრაინის სხვა რეგიონებიდან.

 

24 თებერვლიდან 30 დეკემბრამდე კიევში რუსეთის ომის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი. დაშავდა 495, მათ შორის 30 მოზარდია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები