რუსების მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა, – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო შვიდი ადამიანი დაშავდა სოლომენსკის რაიონში აფეთქების ორ ადგილას“, – განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დღეს კიევში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის დროს, ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.