კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს დილით გარდაიცვალა მამაკაცი, რომელიც 31 დეკემბერს კიევზე რუსების თავდასხმის დროს მძიმედ დაშავდა.
“31 დეკემბერს დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი დღეს დილით გარდაიცვალა“, – განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, 46 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა.
კიევში, 31 დეკემბერს, ნაშუადღევს, ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის დროს, ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა. თავდაპირველად ცნობილი იყო ერთი დაღუპულის და 5 დაშავებულის შესახებ.