ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე DMO იმერეთის ორგანიზებით კონცერტი გაიმართება.
ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი ღია ცის ქვეშ 4 იანვარს, 16:00 საათზე ჩატარდება.
ღონისძიება 6 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა მოსალოდნელი უამინდობის გამო ორი დღით გადმოიწია.