იტალიის “სერია ა”-ში “ჯუზეპე მეაცეზე” ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, მილანის “ინტერმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
ძალიან დაძაბული და მძიმე შეხვედრა გამოვიდა, ხვიჩა კვარაცხელიას “ინტერის” მცველებმა გასაქანი არ მისცეს. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ყველაზე რთული შეხვედრა ჩაატარა ნეაპოლელთა რიგებში, იგი მატჩის 76-ე წუთზე ელიფ ელმასმა ჩაანაცვლა.
მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი ედინ ჯეკოა. ბოსნიელმა თავდამსხმელმა ნეაპოლელთა კარი თავური დარტყმით აიღო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.
ეს პირველი მარცხია “ნაპოლისთვის” “სერია ა”-ს მიმდინარე სეზონში. სწორედ ამიტომაც ისინი ინარჩუნებენ პირველ ადგილს ცხრილში, თუმცა სხვაობა მეორე და მესამე ადგილოსნებთან შედარებით შემცირდა.
იტალიის ჩემპიონატს ამ მომენტისთვის 41 ქულით “ნაპოლი” ლიდერობს, “მილანი” 36 ქულით მეორეზეა, მესამე პოზიციაზე “იუვენტუსია” 34 ქულით, ხოლო “ინტერი” 33 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი